ოთარ მამაგეიშვილის „ფამალიკაო“ თასიდან გავარდა

0
6

„ფამალიკაო“, რომელშიც ოთარ მამაგეიშვილი ირიცხება, პორტუგალიის თასიდან გავარდა. 1/8-ფინალში „ფამალიკაო“ სტუმრად „პორტუს“ შეხვდა და 1:4 წააგო. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. მან მიმდინარე სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატში 6-ჯერ შეცვლაზე ითამაშა, ხოლო თასზე – ერთხელ.
განვლილ შეხვედრას რაც შეეხება, მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს, ხოლო შესვენების შემდეგ კიდევ ორი ბურთი გაიტანეს.
ლაშა თაბაგარი