სიგუამ „ლოზანას“ კონფერენს ლიგაში მოაგებინა

0
5

გაბრიელ სიგუამ „ლოზანას“ კონფერენს ლიგის ფაზის მე-6 დასკვნით ტურში ფლორენციის „ფიორენტინასთან“ სამი ქულა ააღებინა.
შვეიცარიულმა გუნდი იტალიელებს შინ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით სძლია. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი კანა-ბიიკის ჩაწოდების შემდეგ, თავით გაიტანა. ის 71-ე წუთზე შეცვალეს. სიგუამ, რომელიც „ლოზანაში“ „ბაზელიდანაა“ განათხოვრებული, კონფერენს ლიგის 7 შეხვედრაში ერთი გოლი მიითვალა. მან შვეიცარიის ჩემპიონატში 12-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე პასი შეასრულა, ხოლო შვეიცარიის თასზე ორი მატჩი გამართა.
„ლოზანამ“ 11 ქულით 36-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილი დაიკავა და მომავალი წლის გაზაფხულზე 1/8-ფინალში გასასვლელად პლეი-ოფში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი