აზაროვი „შახტართან“ ერთა კონფერენს ლიგის 1/8-ფინალშია

0
16

დონეცკის „შახტარი“, რომელშიც ირაკლი აზაროვი გამოდის, უეფას კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში ითამაშებს.
კონფერენს ლიგის ფაზის დასკვნით მე-6 ტურში დონეცკელებმა ხორვატიის „რიეკას“ უმასპინძლეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0. ამჯერად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველს მხოლოდ განაცხადში ყოფნა აკმარეს. მანამდე, მან კონფერენს ლიგის ფაზაზე ხუთივე შეხვედრა ჩაატარა.
„შახტარი“ 13 ქულით 36 გუნდში მე-6 პოზიციაზეა და მომავალ გაზაფხულზე კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში თამაში გარანტირებული აქვს.
ლაშა თაბაგარი