კრაიოვას „უნივერსიტატია“, რომლის ღირსებას ანზორ მექვაბიშვილი იცავს, კონფერენს ლიგას დაემშვიდობა. კონფერენს ლიგის ფაზის მე-6 ტურში რუმინული გუნდი სტუმრად ათენის აეკ-ს შეხვდა და 2:3 დამარცხდა.
მექვაბიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე შეცვალეს. კრაიოველები 59-ე წუთისთვის 2:0 იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო ექვს წუთში გამარჯვების გოლი გაიტანეს.
კრაიოველებმა 7 ქულით 36-გუნდიან ჩემპიონატში 25-ე ადგილი დაიკავეს და ევროთასს გამოეთიშა.
მექვაბიშვილი კონფერენს ლიგაში საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით 11-ჯერ ითამაშა და 2 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ერთხელ პენალტი ვერ გაიტანა.შეგახსენებთ, რომ პირველიდან მერვე ადგილზე გასულმა გუნდებმა 1/8-ფინალის საგზური ავტომატურად მოიპოვეს. გუნდები, რომლებიც მეცხრედან ოცდამეოთხე ადგილი დაიკავეს, 1/8-ფინალში მოსახვედრად პლეი-ოფში იასპარეზებენ.
ლაშა თაბაგარი





