„ლოზანა“, რომელშიც გაბრიელ სიგუა გამოდის, უეფას კონფერენს ლიგის მე-5 ტურში სტუმრად ფინეთის კუპს-ს შეხვდა და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
პირველ ტაიმში სიგუას გოლის გატანის შანსი ჰქონდა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა მარჯვენა მახვილი კუთხიდან დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია. მეორე ტაიმში 20 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ორჯერ კარგი პასი გაუკეთა მასპინძლების საჯარიმოში ბერს, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ჯერ თავით ვერ გაიტანა, ხოლო შემდეგ – ფეხით,
შვეიცარიელებს 8 ქულა აქვთ და 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე არია. „ლოზანა“ მომდევნო შეხვედრას კონფერენს ლიგაში 18 დეკემბერს შინ „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





