ლევან კობიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრას დაესწრება

0
4

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
3 დეკემბერს, ნიონში ჩატარებულ სხდომაზე უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა 2029 წლის ქალთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად გერმანია დაასახელა. ასევე ცნობილი გახდა 2027-2029 წლებში გასამართი ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნები.
უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მომდევნო სხდომა 2026 წლის 11 თებერვალს, ბრიუსელში, უეფას საიუბილეო 50-ე კონგრესის ფარგლებში გაიმართება.
5 დეკემბერს, სფფ-ის პრეზიდენტი მსოფლიო ჩეპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრას დაესწრება, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება.
ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი 2023 წლიდანაა. სფფ-ის პრეზიდენტი ასევე ხელმძღვანელობს უეფას ფეხბურთის კომიტეტს. 2025 წლის ოქტომბრიდან ლევან კობიაშვილი ასევე ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს ხელმძღვანელობს.