შერმადინის 2000 მოხსნა

0
6

ესპანეთის ჩემპიონატში ის გამონაკლისი ტური იყო, როცა ლაგუნა ტენერიფემ წააგო. გიორგი შერმადინის გუნდი სტუმრად ვალენსიას შეხვდა და თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ თამაში სუსტად ჩაამთავრა და შეხვედრა 79:96 დათმო.
შერმადინმა მოედანზე 22:31 წუთი გაატარა და ტენერიფელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 6-დან 4 ორქულიანი და 3-დან სამივე საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე 11 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დაგროვდა. საინტერესო ის იყო, რომ შემადინმა მოხსნებში მნიშვნელოვან ზღურბლს გადააბიჯა. მის ანგარიშზე ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 2000 მოხსნა დაგროვდა, რაც კიდევ ერთი გამორჩეული შედეგია.
ტენერიფესთვის ეს გახლდათ მე-2 მარცხი მე-7 მატჩში. ამ მომენტისთვის კანარელები მე-5 ადგილზე არიან. შემდეგ ტურში, 23 ნოემბერს, ტენერიფე სტუმრად სარაგოსას შეხვდება.