საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის F ჯგუფის მე-5 ტურში შინ ლიდერ ესპანეთთან 0:4 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ, კომენტარი ჩვენი გუნდის ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა.
ხვიჩა კვაარცხელია: „ამ თამაშმა პირველ ყოვლისა გამოცდილება მოგვცა. მარტივ ჯგუფში არ ვართ, თუმცა შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები. უნდა გავაგრძელოთ შრომა და განვითარება. მიუხედავად დიდი სხვაობით მარცხისა, დღევანდელ თამაშს დადებითად შევაფასებ, რადგან გამოვასწორეთ გარკვეული ასპექტები. ესპანეთის ნაკრებთან თამაში გრანდებითვისაც კი რთულია. ჩემი აზრით, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და მათი ბრძოლითა და შემართებით კმაყოფილი ვარ”.
საქართველოს ნაკრები, რომელიც 3 ქულით E ჯგუფში მესამე ადგილზეა, ბოლო თამაშს 18 ნოემბერს სტუმრად ბულგარეთთან ჩაატარებს. იმავე დღეს ჯგუფის ლიდერი ესპანეთი (15 ქულ) მეორე ადგილზე მყოფ თურქეთს (12 ქულა) უმასპინძლებს.





