19-წლამდელებმა მეორე მატჩიც წააგეს

0
4

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნუს, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ციკლის მე-6 ჯგუფში მეორე მატჩი სერბეთთან ჩაატარა და 1:3 დამარცხდა.
შეხვედრის 36-ე წუთზე ჩვენი გუნდიდან ანგარიში საბა ნიორაძემ გახსნა, ხოლო მე-60 წუთზე კოსტოვმა საპასუხო გოლი გაიტანა. 76-ე წუთზე სერბებიდან თავი ჯორჯევიჩმა გამოიჩინა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე კი, საქართველოს ნაკრების კარი ცვეტკოვიჩმა აიღო.
შეგახსენებთ, რომ მაისურაძის გაწვრთნილებმა პირველი შეხვედრა ჯგუფის მასპინძელ ხორვატიასთან 0:2 წააგეს, რომელმაც დღეს გიბრალტარი 8:0 გაანადგურა. ხორვატები და სერბები ელიტ-რაუნდში გავიდნენ, ხოლო ჩვენ გუნდს მომდევნო ეტაპზე მოხვედრის შანსი აღარ აქვს. ქართველი 19-წლამდელები ჯგუფში ბოლო მატჩს 18 ნოემბერს გიბრალტართან გამართავენ, რომელიც ასევე უქულოდაა.
ლაშა თაბაგარი