ალმათის „ქაირათი“, რომელშიც გიორგი ზარია გამოდის, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-4 ტურში სტუმრად მილანის „ინტერს“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩის 45-ე წუთზე მასპინძლები ლაუტარო მარტინესმა დააწინაურა, ხოლო 55-ე წუთზე აერადმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 67-ე წუთზე „ინტერიდან“ თავი კარლოს აუგუსტომ გამოიჩინა და ეს გოლი მატჩში საბოლოო აღმოჩნდა. „ქაირათი“ 1 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში 34-ე ადგილზეა. ალმათელები ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო თამაშს 26 ნოემბერს სტუმრად დანიის „კოპენჰაგენთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





