„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში გოლი ზედიზედ ხუთ მატჩში სამი სხვადასხვა გუნდის მაისურით გაიტანა, იუწყება Squawka.
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-4 ტურში „სიტიმ“ დორტმუნდის „ბორუსია“ 4:1 დაამარცხა და ჰოლანდმა ერთი გოლი მიითვალა, რის წყალობით შედეგიანი სერია ხუთ თამაშამდე გაახანგრძლივა.
მანამდე, მან იმავე ავსტრიის „ზალცბურგის“ (2019-2020) და „ბორუსიას“ (2020-2021) მაისურით მოახერხა. ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი „სიტიში“ 2022 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირშო ჩატარებულ 160 თამაშში 142 გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 21-ჯერ აიღო და 2 საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





