რობერტო დონადონი იტალიის სერია B-ს ერთ-ერთ აუტსაიდერ „სპეციას“ გაწვრთნის, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ბოლოს 62 წლის დონადონი ჩინეთის „ჟენშენს“ ავარჯიშებდა, რომელიც 2020 წელს დატოვა.
მანამდე, ის „ლივორნოს“, „ჯენოას“, „ნაპოლის“, „კალიარის“, „პარმას“ და „ბოლონიას“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი





