სტეფანო პიოლი ფლორენციის „ფიორენტინას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება. ის ფლორენციელებს 2025 წლის ივლისიდან ავარჯიშებდა და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა. 60 წლის სპეციალისტის დათხოვნა გუნდის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენებია ცუდი შედეგია – „ფიორენტინა“ 4 ქულით სატურნირო ცხრილში მე-20 ბოლო ადგილზეა.
ფლორენციელებამდე იტალიელი მწვრთნელი „სალერნიტანას“, „მოდენას“, „პარმას“, „გროსეტოს“, „პიაჩენცას“, „სასუოლოს“, „კიევოს“, „პალერმოს“, „ბოლონიას“, „ლაციოს“, „ინტერსა“ და „ალ-ნასრს“ ხელმძღვანელობდა.
ლაშა თაბაგარი





