ხვიჩა კვარაცხელია: „ნოიერის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია”

0
16

პსჟ-ს თავდამსხმელის ხვიჩა კვარცხელიას თქმით, მანუელ ნოიერის წინააღმდეგ თამაშის ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა. საქართველოს ეროვნული გუნდის ლიდერმა ამის შესახებ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-4 ტურში შინ მიუნხენის “ბაიერნთან” 1:2 წაგების შემდეგ განაცხადა. გერმანული გუნდმა ლუის დიასის გაძევების შემდეგ მეორე ტაიმი 10 ფეხბურთელით ჩაატარა.
“ბაიერნი” ძალიან ძლიერია. მიუნხენელები უმცირესობაშიც კი თავს კარგად იცავდნენ. პსჟ-ს საგოლე მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ეს არასაკმარისი აღმოჩნდა. ნოიერი? ჩემთვის ის სპორტის ლეგენდაა. მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია” – იუწყება უეფას ვებგვერდი კვარაცხელიას ნათქვამს, რომელმაც “ბაიერნთან” შეუცვლელად ითამაშა.
ლაშა თაბაგარი