„ვილიარეალმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძეს თამაშობს, ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-4 ტურში სტუმრად ტურნირის დებიუტანტ კვიპროსის „პაფოსს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს. მას მე-6 წუთხე გოლის გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბურთი ხეირიანად ვერ დაარტყა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 47-ე წუთზე სემას ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ლუკასენმა თავით გაიტანა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „პაფოსმა“ არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაში პირველი თამაში მოიგო.
„ვილიარეალი“ 1 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში 32-ე ადგილზეა. მიქაუტაძის გუნდი ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო თამაშს 26 ნოემბერს სტუმრად დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





