რონალდუს კიდევ ერთი რეკორდი ჩემპიონთა ლიგაში

0
7

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ამჟამად „ალ-ნასრში“ გამოდის, ჩემპიონთა ლიგაში მოედანზე გატარებული წუთებით ლიდერია.
მან საერთო ჯამში 183 შეხვედრა ჩაატარა და 15758 წუთი ითამაშა. ის ევროპაში ლისაბონის „სპორტინგში“, „მანჩესტერ იუნაიტედში“, მადრიდის „რეალში“ და ტურინის „იუვენტუსში“ გამოდიოდა. ის 140 გოლით ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
მეორე ადგილზე არგენტინის ეროვნული გუნდის კაპიტანი ლიონელ მესია, რომელმაც „ბარსელონას“ მაისურით უეფას ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 163-ჯერ ითამაშა და მოედანზე 13677 წუთი დაჰყო.
მესამე პოზიციაზეა ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის „რეალის“ ექსკაპიტანი სერხიო რამოსია – 142 მატჩი (12449 წუთი).
მეოთხე ლეგენდარული ესპანელი რაულია – 142 მატჩი (11989 წუთი). ის „რეალში“ და „შალკეში“ თამაშობდა.
მეხუთე ტონი კროოსია – 151 მატჩი (11635 წუთი), რომელიც მიუნხენის „ბაიერნის“ და „რეალის“ ღირსებას იცავდა.
ლაშა თაბაგარი