გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ კიოლნში დამარცხდა

0
6

„ჰამბურგი“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს, გერმანიის პირველი ბუნდესლიგის მე-9 ტურში სტუმრად „კიოლნს“ შეხვდა და 1:4 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 2:1 იგებდნენ.          დარჩენილ დროში „ჰამბურგი“ მოედანზე 9 ფეხბურთელით დარჩა, რადგან 79-ე წუთზე არასპორტული საქციელისთვის მეორე ყვითელი ბარათი პერაიმ მიიღო, ხოლო 83-ე წუთზე ანალოგიური მიზეზით მეორედ ვიეირა გააფრთხილეს. „კიოლნმა“ ამით კარგად ისარგებლა და ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე გაზარდა, ხოლო ხუთ წუთში საბოლოო წერტილი დასვა. „ჰამბურგი“ 8 ქულით მე-13 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი