ფლორენციას „ფიორენტინას“ მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი თანამდებობიდან დათხოვნიდან ერთ ნაბიჯშია, რის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
თუ 60 წლის სპეციალისტი იტალიის ჩემპიონატის უახლოეს ორ ტურში ვითარებას არ გამოასწორებს, მაშინ უმუშევარი დარჩება. „ფიორენტინა“, რომელიც ბოლოსწინაა, შინ „ლეჩეს“ შეხვდება, ხოლო სტუმრად – „ჯენოას“. პიოლი ფლორენციელებს მიმდინარე წლის ივლისიდან ავარჯიშებს.
ლაშა თაბაგარი





