ტუდორი „იუვენტუსიდან“ გაუშვეს

0
5

იგორ ტუდორი ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ იტალიური გრანდის პრესსამსახური იუწყება. ის გუნდს მიმდინარე წლის მარტიდან ავარჯიშებდა. ახალი თავკაცის დანიშვნამდე ტურინელებს მასიმო ბრამბილა ავარჯიშებს.
იტალიის სერია A-ს ბოლო სამ მატჩში „იუვენტუსმა“ „კომოსთან“ (0:2) და „ლაციოსთან“ (0:1) წააგო, ხოლო „მილანთან“ 0:0 ითამაშა. ჩემპიონთა ლიგაში ტურინული გუნდი სტუმრად მადრიდის „რეალთან“ 0:1 დამარცხდა. „ბებერ სინიორას“ 13 სექტემბრის შემდეგ ყველა ტურნირში ვერცერთი მატჩი მოიგო – 5 ფრე და 3 წაგება.
ტუდორი „იუვენტუსამდე“ ხორვატულ „ჰაიდუკს“, ბერძნულ პაოკს, თურქულ „ქარაბუქსფორს“ და „გალათასარაის“ , იტალიურ „ვერონას“, „უდინეზეს“ და „ლაციოს“, ასევე ფრანგულ „მარსელს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი