მესის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაცვა სურს

0
7

არგენტინის ეროვნული გუნდისა და „ინტერ მაიამის“ კაპიტან ლიონელ მესის მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე თამაში სურს, რომელიც აშშ-ში, მექსიკაში და კანადაში გაიმართება.
„მსურს კარგ სათამაშო ფორმაში ვიყო და გუნდში მნიშნელოვანი როლი ვითამაშო. ძალიან აღელვებული ვარ, რადგან ეს ხომ მსოფლიო ჩემპიონატია. ჩვენ წინ ტურნირი მოვიგეთა და ტიტულის დაცვა საუცხოო იქნებოდა“ – იუწყება Mundo Deportivo მესის ნათქვამს, რომელმაც არგენტინასთან ერთად 2022 წელს კატარში მუნდიალზე გაიმარჯვა.
მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ტურნირი არსებობის ისტორიაში პირველად სამ ქვეყანაში ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი