თომა ტაბატაძემ, რომელიც „ბუხარას“ მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა, უზბეკეთის სუპერლიგაში თავი მეოთხედ გამოიჩინა. 25-ე ტურში „ბუხარა“ სტუმრად სამარყანდის „დინამოს“ შეხვდა და 1:4 დამარცხდა.
ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 21-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობის დროს, ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. ის 85-ე წუთზე შეცვალეს. „ბუხარა“ 21 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი





