ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიონმა „ლივერპულმა“ „მანჩესტერ იუნატედი“ მიიღო და 1:2 წააგო. მასპინძლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
შეხვედრაში ანგარიში მე-2 წუთზე გაიხსნა, როდესაც დიალოს პასით მბეუმო “ლივერპულის” საჯარიმოში მარჯვნიდან შიჭრა და მამარდაშვილთან პირისპირ დარჩენილმა ახლო კუთხეში გაიტანა. 78-ე წუთზე კიეზას გადაცემის შემდეგ, გაკპომ საპასუხო ბურთი გაიტანა. 84-ე წუთზე ბრუნუ ფერნანდეშმა მეტოქის საჯარიმოში შეტევაში ჩართული ჰარი მაგვაიერი მოძებნა, რომელმაც მამარდაშვილს თავური დარტყმით შანსი არ დაუტოვა. შედეგად, მანჩესტერელებმა „ლივერპული“ „ენფილდზე“ 2016 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა. მოქმედი ჩემპიონი „ლივერპული“ 15 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





