საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-10 ტურში „სენტ-ეტიენმა“ თავის მოედანზე „ლე მანთან“ 2:3 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც მასპინძლები 1:2 აგებდნენ.
მატჩის პირველ წუთზე დავითაშვილს გოლის გატანა შეეძლო, როდესაც საჯარიმოში შესული წინ გამოსულ მეკარეს გაცდა და დაარტყა, მაგრამ მცველმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. მე-13 წუთზე დავითაშვილი „ლე მანის“ კარს საჯარიმოს ხაზიდან დაემუქრა, თუმცა ბურთი კარს გადაცდა. „სენტ-ეტიენი“ 20 ქულით 18-გუნდიან ლიგა 2-ში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





