კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, რის შესახებ Forbes იუწყება.
ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების რეიტინგი სპორტში (ხელფასები, ბონუსები, საპრიზო თანხები და საიმიჯო უფლებები) და სპორტს მიღმა (სპონსორული და სხვა გარიგებები, ფეხბურთელების მონაწილეობა ბიზნესში) მათი შემოსავლებით შეედგინათა.
ავტორებმა 2025-2026 წლების სეზონში სპორტსმენების შემოსავლის დაახლოებითი დონე შეაფასეს. ლიონელ მესის შემთხვევაში, რომელიც MLS-ში გამოდის, 2025 წლის სეზონია გათვალისწინებული. .
პორტუგალიის ეროვნული გუნდის კაპიტნის ხელფასი „ალ-ნასრში“ 230 მილიონ დოლარადაა შეფასებული, რასაც სპონსორებიდან, რომელთა შორისაა Nike, Binance და Herbalife, მიღებული 50 მილიონი დოლარი ემატება.
ტოპ 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სია ასეთია:
1.კრიშტიანუ რონალდუ („ალ-ნასრი“) – 280 მილიონი დოლარი (230 მილიონი სპორტში+50 მილიონი სპორტს მიღმა).
2, ლიონელ მესი („ინტერ მაიამი“) – 130 (60+70) მილიონი.
3. ქარიმ ბენზემა („ალ-იტიჰადი“) – 104 (100+4) მილიონი.
4. კილიან მბაპე („რეალი“) – 95 (70+25) მილიონი.
5. ერლინგ ჰოლანდის („მანჩესტერ სიტი“) – 80 (60+20) მილიონი.
6. ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“) – 60 (40+20) მილიონი.
7. მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“) – 55 (35+20) მილიონი.
8. სადიო მანე („ალ-ნასრი“) – 54 (50+4) მილიონი.
9. ჯუდ ბელინგემი („რეალი“) – 44 (29+15) მილიონი.
10. ლამინ იამალი („ბარსელონა“) – 43 (33+10) მილიონი.
ლაშა თაბაგარი





