„გაგრაში“ ონიანს სერბი შეცვლის

0
12

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე „გაგრას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით გიორგი ონიანს სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩი შეცვლის.
41 წლის ქართველი სპეციალისტი „გაგრაში“ 2023 წლიდან მუშაობდა. მანამდე, ლანჩხუთის „გურიას“, ბათუმის „დინამ 2“-ს და საგარეჯოს „გარეჯს“ ავარჯიშებდა.
ლიუბენოვიჩი სებეთის „ჟელეზნიჩარში“ და „რადნიჩკიში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, ხოლო შემდეგ უკრაინის „მინაის“ და პოლტავას „ვორსკლას“ თავკაცობდა. „გაგრა“ 33 ქულით 10-გუნდიან ეროვნულ ლიგაში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი