„მონაკოდან“ მთავარი მწვრთნელი გაუშვეს

0
10

ადი ჰიუტერი „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ ფრანგული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
55 წლის ავსტრიელი სპეციალისტი „მონაკოს“ 2023 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდ. მიხი ხელმძღვანელობით გუნდმა ყველა ტურნირში ჩატარებულ 93 მატჩიდან 49 მოიგო, 18 ფრედ დაასრულა და 26-ჯერ წააგო.
მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში გამართული 7 ტურის მერე, „მონაკო“ 13 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთეა. ჰიუტერის დათხოვნის მიზეზი სწორედ ჩემპიონატში არადამაჯერებელი სტარტი აღმოჩნდა.
ავსტრიელი „მონაკომდე“ სამშობლოში „ზალცბურგს“ ავარჯიშებდა, ხოლო შემდეგ შვეიცარიის „იანგ ბოიზს“, გერმანიის „აინტრახტსა“ და მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ წვრთნიდა.
ლაშა თაბაგარი