ფუტსალის ნაკრები სლოვაკეთში გადამწყვეტი მატჩისთის ემზადება

0
4

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩისთვის ემზადება.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ბრატისლავაში 20 სექტემბერს ჩავიდა. 21 სექტემბერს კი, საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთში პირველი ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
სლოვაკეთთან საპასუხო შეხვედრა 23 სექტემბერს, ბრატისლავის გოპას არენაზე გაიმართება. თბილისში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების (4:1) შემდეგ, საქართველოს ნაკრები განმეორებით შეხვედრას სამბურთიანი უპირატესობით ხვდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლუკა ხარშილაძე (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი).
წინა ხაზი: ლევან სვანიძე (პსპ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკა ხარატიშვილი (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)
სლოვაკეთი – საქართველოს მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.