მბაპემ ვან ნისტელროის გაასწრო

0
3

კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. ლიგის ფაზის პირველ ტურში „რეალმა“ შინ „მარსელი“ 2:1 დაამარცხა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ორი გოლი პენალტიდან გაიტანა.
მან ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 88 შეხვედრაში 57 ბურთი შეაგდო და ამ მაჩვენებლით მიუნხენის „ბაიერნის“ ექსფორვარდ თომას მიულერს გაუტოლდა.
ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუა , რომელმაც 183 შეხვედრაში 140 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე ლიონელ მესია – 129 გოლი (163 მატჩი). მესამე პოზიციაზე რობერტ ლევანდოვსკია – 105 გოლი (133 მატჩი). მეოთხე ქარიმ ბენზემაა 90 გოლით (152 მატჩი). მეხუთე რაულია 71 გოლით (142 მატჩი).
ლაშა თაბაგარი