ლაშა დვალის დებიუტი სოფიის ცსკა-ში წარმატებული აღმოჩნდა. ბულგარეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში ცსკა-მ თანაქალაქელი „სლავია“ მიიღო და 3:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მე-16 წუთზე მასპინძლების ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, დვალმა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, რის შემდეგ, ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ფრანკომ ანგარიში გახსნა. სტუმრებმა საპასუხო ბურთი 32-ე წუთზე გაიტანეს, ხოლო ფრანკომ 64-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 76-ე წუთზე ცსკა-დან მესამე ბურთი ილიევმა გაიტანა. ცსკა 16 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა და ლიდერ „ლევსკის“ 3 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი
