კაშია ნაადრევად შეცვალეს

0
7

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში ბრატისლავას „სლოვანმა“, სადაც გურამ კაშია გამოდის, სტუმრად „ჟილინასთან“ 3:3 ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ბრატისლაველები მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს, როდესაც 1:3 აგებდნენ.
მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 12 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა.
რუსეთის პრემიერლიგაში ვახო ბედოშვილის დებიუტი შედგა. მე-8 ტურში „პარი ნიჟნი ნოვგოროდმა“, სადაც 21-წლამდელთა ყოფილი გარემარბი ზაფხულში შეუერთდა შინ „ორენბურგს“ 3:1 აჯობა. ბედოშვილი მოედანზე 90-ე წუთზე შევიდა.