ტაბატაძის პირველი დუბლი ესპანეთში

0
6

იური ტაბატაძემ „კადისის“ შემადგენლობაში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში თავისი პირველი დუბლი შეასრულა.
მე-4 ტურში „კადისი“ სტუმრად „რეალი სოსიედად B“-ს შეხვდა და ქართველი თავდამსხმელის წყალობით ქულა გადაარჩინა.
ტაბატაძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც სტუმრები 1:2 აგებდნენ. 77-ე წუთზე, როცა მასპინძლები 3:1 იმარჯვებდნენ, ტაბატაძემ დაახლოებით 20 მეტრიდან ძლიერი დარტყმით „ცხრიანში“ ეფექტური გოლი გაიტანა. 79-ე წუთხე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ტაბატაძემ ფინტით ერთი მცველი ჩამოიცილა და მარცხენა ფეხით ახლო კუთხეში გაიტანა – 3:3. 25 წლის ფორვარდმა, რომელიც „კადისს“ აგვისტოში შეუერთდა, ორ შეხვედრაში 3 ბურთი შეაგდო.
ის პირველი ფეხბურთელია 21-ე საუკუნეში, რომელმაც „კადისის“ მაისურით საწყის ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა. ქართველ გარემარბამდე ეს ბოლოს 1997/98 წლების სეზონში მიგელ პუენტემ მოახერხა. მან სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა, მეორე შეხვედრაში კი ერთი გოლი გაიტანა. 1959/60 წლების სეზონში ანტონიომ დებიუტში ერთი გოლი გაიტანა, მერე დუბლი შეასრულა. 1954/55 წლების სეზონში გალიარდომ კადისური კარიერა ორი გოლით და მეორე შეხვედრაში კიდევ ერთი გაიტანა. 1946/47 წლების სეზონში პაკირიმ ჯერ დუბლი შეასრულა და შემდეგ ერთხელ გაიტანა, ხოლო იგივე მანამდე 1944/45 წლების სეზონში გარიდომ გააკეთა.
ლაშა თაბაგარი