ლუის ენრიკე საოპერაციოა

0
9

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ტრავმირებულია. ფრანგული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ესპანელი სპეციალისტი ველოსიპედიდან ჩამოვარდა და ლავიწის ძვალი მოიტეხა. ის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გადაიყვანეს და ოპერაცია სჭირდება.
პსჟ მომდევნო შეხვედრას საფრანგეთის ლიგა 1-ში 14 სექტემბერს შინ „ლანსთან“ ჩაატარებს. მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზელთა რიგებში ორჯერ შეცვლაზე ითამაშა და გოლი ან საგოლე გადაცემა არ მიუთვლია.
ლაშა თაბაგარი