გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანის არ მალავს, რომ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის მოგება სურს.
„მიზნის დასახვა სასარგებლოა. გუნდს ან ცალკე ადამიანს გაუჭირდება ცხოვრება იმ მიზნის გარეშე რომლისკენ მიისწრაფვის და ბრძოლა ღირს. ჩემი აზრით, სწორია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება გვინდა. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ სხვა პასუხს არცერთი მოთამაშე არ გაგვცემდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩვენთან ერთად ვერ წამოვა“ – ციტირებს ნაგელსმანს Reuters.
ლაშა თაბაგარი
