კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე სათამაშო დღემ სტარტი ფოთში აიღო, სადაც ადგილობროვმა „კოლხეთმა“ მშობლიურ „ფაზისზე“ „გაგრა“ მიიღო და 1:2 დამარცხდა.
შეხვედრის 29-ე წუთზე სტუმართა განელი ფორვარდი რიჩმონდ ადეიეიე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და მისი გაკეთებული პასის შემდეგ, კოტდივუარელმა მცელმა სულეიმან მეიტემ ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც ლუკა ხარებავამ თავის კარში გაიტანა – 0:1.
35-ე წუთზე ფოთელთა კონტრშეტევის დროს, ნიკა კაპანაძე მეტოქის ნახევარზე ერთ მცველს გაცდა და მეკარესთან პირისპირ დიტო ფაჩულია გაიყვანა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
88-ე წუთზე რატი არდაზიშვილმა ფოთელთა ნახევარზე ბრაზილიელი კლაუდინეი მოძებნა, რომელმაც დაახლოებით 18 მეტრიდან დაარტყა და ალექსანდრე დადეშქელიანმა თავისი გუნდი ვერ გადაარჩინა – 1:2.
გიორგი ონიანის გაწვრთნილი „გაგრა“ 29 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, ხოლო დავით კვირველიას დამოძღვრილი „კოლხეთი“ 15 ქულით ბოლოა.
კოლხეთი 1913 1:2 გაგრა
ლაშა თაბაგარი
