თომა ტაბატაძემ „ბუხარას“ მაისურით უზბეკეთის თასის 1/4-ფინალში დუბლი შეასრულა და თავისი გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
„ბუხარა“ სტუმრად „ბუნედკორს“ შევხდა, სადაც ნიკა მალისთან ერთად იმედა აშორტია გამოდის და 4:2 დაამარცხა.
ტაბატაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 37-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა თანაგუნდელის პასის შემდეგ ერთი შეხებით მახვილი კუთხიდან „ცხრიანში“ გაიტანა – 1:2.
მან 68-ე წუთზე პენალტი გამოიყენა და თავისი გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა – 2:3. ტაბატაძე „ბუხარაში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და ვიდრე თასზე დუბლს მიითვლიდა, ჩემპიონატის ხუთ მატჩში ერთი გოლი გაიტანა. „ბუნედკორში“ მალიმ შეუცლელად ითამაშა, ხოლო ასევე სასტარტოში მყოფმა აშორტიამ მოედანი 74-ე წუთზე დატოვა.
ლაშა თაბაგარი
