ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ თასის 1/16-ფინალში იოლად გავიდა

0
4

„ჰაიდენჰაიმმა“, სადაც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, გერმანიაში ახალი სეზონი თასის 1/32-ფინალში სტუმრად რანგით მეოთხე ლიგის „ბალინგერის“ 5:0 განადგურებით დაიწყო.
საქართველსო ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და მე-8 წუთზე ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ მეკარემ აუღო. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში სტუმრები სკიენცამ დააწინაურა, ხოლო 34-ე წუთზე ჰონსაკმა მეორე გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში ბუქსმა პენალტი ვერ გაიტანა. 58-ე წუთზე ზივზივაძემ მეკარესთან პირისპირ სირლორდ კონტე გაიყვანა, რომელმაც ხელსაყრელი შანსი ხელიდან გაუშვა. 77-ე წუთზე „ჰაიდენჰაიმიდან“ გოლით თავის ანგარიშზე კაუფმანმა ჩაიწერა, წერტილი კი 83-ე წუთზე კონტემ დასვა.
ლაშა თაბაგარი