მამაგეიშვილს მცირე დრო მისცეს

0
14

პორტუგალიის პრიმერია ლიგაში ახალი სეზონი დაიწყო და ოთარ მამაგეიშვილს ისევ ძალიან მცირე სათამაშო დრო დაუთმეს. პირველ ტურში „ფამალიკაომ“, სადაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსნახევარმცველი გამოდის, „სანტა კლარა“ მიიღო და 3:0 დაამარცხა. მამაგეიშვილი თამაშში 84-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. 22 წლის ფეხბურთელი „ფამალიკაოს“ გასული სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა და მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი