მიქაუტაძემ „ხეტაფეს“ გაუტანა

0
8

გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ლიონელებმა ამხანაგური მატჩი ესპანეთის ლა ლიგის ბინადარ „ხეტაფესთან“ ჩაატარეს და 2:1 გაიმარჯვეს.
მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 24-ე წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მეკარის მოგერიებული ბურთი კარში მაინც გადაგზავნა – 1:0. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა. „ხეტაფედან“ 39-ე წუთზე ანგარიში ლუის მილიამ გაათანაბრა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. 63-ე წუთზე ესპანელების კარში მეორე პენალტი დაინიშნა და მეტლანდ-ნაილსმა თავისი შანსი გამოიყენა.
ლაშა თაბაგარი