ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგაში მიმდინარე სეზონში თავისი მე-13 გოლი გაიტანა. მე-20 ტურში „შანდუნმა“ „ჩანგჩუნი“ მიიღო და 2:1 დაამარცხა. ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 39-ე წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, თავით შეაგდო. მან ბოლო სამ შეხვედრაში მეტოქეთა კარი ხუთჯერ აიღო – ერთხელ ჰეთ-თრიქი მიითვალა. ის მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე შეცვალეს. ყაზაიშვილი „ბეიჯინგ გოანის“ სენეგალელ ფორვარდ ფაბიო აბრეუსთან ერთად ჩემპიონატის თანაბომბარდირია. „შანდუნი“ 31 ქულით 16 გუნდში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი
