ქვილითაიამ კონფერენს ლიგაში ისევ გაიტანა

0
8

გიორგი ქვილითაიამ უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრეთის „პუშკაშ აკადემიას“ გოლი მეორე მატჩშიც გაუტანა და ლიმასოლის „არისს“ შემდეგ ეტაპზე გასვლაში ხელი დიდად შეუწყო.
„არისმა“ პირველი შეხვედრა სტუმრად 3:2 მოიგო, ხოლო საპასუხო მატჩში მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი გაუტანა. ლიმასოლში ჩატარებულ თამაშში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა. 77-ე წუთზე  უნგრელთა მეკარე თავისი საჯარიმოდან იგერიებდა ბურთს, რომელიც კაკულისმა ჩაჭრა და პასი ქვილიათაიას მისცა, ამ უკანასკნელმა კი ანგარიში გახსნა. 78-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შესულმა კაკულისმა შორეულ კუთხეში გაიტანა და „არისს“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა გაუნაღდა.
„არისი“ შემდეგ ეტაპზე ათენის აეკ-ს შეხვდება. პირველი შეხვედრა კვიპროსში 7 აგვისტოს ჩატარდება, ხოლო საპასუხო საბერძნეთში – 14 აგვისტოს.
ლაშა თაბაგარი