გოჩოლეიშვილმა და აზაროვმა „ბეშიქთაშის“ ბარიერი დაძლიეს

0
6

დონეცკის „შახტარი“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი გამოდიან, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. უკრაინულმა გუნდმა პირველი მატჩი სტუმრად სტამბოლის „ბეშიქთაშთან“ 4:2 მოიგო, ხოლო საპასუხო შეხვედრაში, რომელიც პოლონეთში შედგა 2:0 გაიმარჯვა.
პირველი თამაშის მსგავსად საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველები „შახტარის“ სასტარტო შემადგენლობაში არც ამჯერად იყვნენ. გოჩოლეიშვილი თამაშში 81-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო აზაროვმა ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. დონეცკელებიდან ანგარიში მე-12 წუთზე კევინმა გახსნა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე მეტოქის კარი ელიასმა აიღო.
„შახტარი“ მესამე ეტაპზე ათენის „პანათინაიკოსს“ შეხვდება. უკრაინელები პირველ თამაშს სტუმრად 7 აგვისტოს ჩაატარებენ, ხოლო საპასუხოს – 14 აგვისტოს.
ლაშა თაბაგარი