ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის ენცო მარესკას თქმით, პსჟ საწყის 10 წუთში დაამარცხეს. იტალიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ აშშ-შ დასრულებული მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პარიზე;ებთან 3:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„ბიჭებისთვის სათქმელად სიტყვები არ მყოფნის. მიმაჩნია, რომ შეხვედრა საწყის ათ წუთში მოვიგეთ. ჩვენ მეტოქეს ტემპი შევთავაზეთ და ვიცოდით როგორ უნდა გვეთამაშა. პალმერისთვის ვიპოვეთ პოზიცია, რომლიდან მას შესატევად მეტი სივრცე ექნებოდა. ყველა ფეხბურთელმა ფანტასტიკური თავდადება გამოავლინა“ – იუწყება მარესკას ნათქვამს ფიფას ოფიციალური ვებგვერდი.
“ჩელსისთან” მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე ბრედლი ბარკოლამ შეცვალა.
ლაშა თაბაგარი
