კარლოს ტევესმა „ტალიერესი“ ჩაიბარა

0
11

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი კარლოს ტევესი „ტალიერესს“ გაწვრთნის.
41 წლის სპეციალისტმა არგენტინულ კლუბში დიეგო კოკა შეცვალა. ტევესი 2022 წელს „როსარიო სენტრალს“ ავარჯიშებდა, ხოლო 2023-2024 წლებში „ინდეპენდიენტეს“ წვრთნიდა.
ტევესი კარიერის განმავლობაში „ბოკა ხუნიორსში“, „კორინთიანსში“, „ვესტ ჰემში“, „მანჩესტერ იუნაიტედში“, „მანჩესტერ სიტიში“, „იუვენტუსში“ და „შამხაი შენხუაში“ გამოდიოდა.
ტევესმა ინგლისის პრემიერ ლიგა 3-ჯერ მოიგო – 2-ჯერ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში, ხოლო ერთხელ – „მანჩესტერ სიტის“. მან „იუნატედთან“ ერთად 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა. ტევესი „იუვენტუსის“ შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონი ორჯერ გახდა. ის არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ათენის 2004 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულია.
ტევესმა საკლუბო კარიერის განმავლობაში ყველა ტურნირში 746-ჯერ ითამაშა და 308 გოლი გაიტანა. ის არგენტინის ეროვნული გუნდის ღირსებას 2004-2015 წლებში იცავდა და 76 შეხვედრაში თავი 13-ჯერ გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი