გიორგი მიქაუტაძემ მარტის თვეში „ლიონის“ გულშემატკივრებმა საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რის შესახებ ფრანგული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ქომაგებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ხმების 59 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე ფრანგი შემტევი ნახევარმცველი რაინ შერკი (22 პროცენტი) გავიდა, ხოლო მესამეზე – ბრაზილიელი მეკარე – ლუკას პერი (12 პროცენტი).
მიმდინარე სეზონში, მიქაუტაძე თვის საუკეთესო მოთამაშედ მეორედ დაასახელეს. პირველად ასეთი პატივი წილად გასული წლის დეკემბერში ხვდა. ქართველმა ლეგიონერმა მარტში ლიგა 1-ისა და ევროპალიგის მატჩებში 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მან ამ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო თასზე 2 შეხვედრაში 2 ბურთი შეაგდო. მიქაუტაძემ ევროპა ლიგაში 9-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი
