გოგა ბითაძეც NBA-ს რეკორდსმენია!

0
27

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ორლანდო მეჯიქმა საკრამენტო კინგზს უმასპინძლა და 121:91 დაამარცხა.
ფლორიდელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და შეხვედრა გამარჯვებამდე მარტივად მიიყვანეს.
გოგა ბითაძემ პარკეტზე 17:56 წუთი დაჰყო და ორმაგი დუბლი შეასრულა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა, 12 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
სანდრო მამუკელაშვილის მსგავსად გოგა ბითაძეც NBA-ს რეკორდსმენი გახდა – ქართველი მეფარემ ლიგაში ყველაზე ნაკლებ სათამაშო დროში მინიმუმ 10 ქულა, 10 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ორლანდო მეჯიქს მიმდინარე სეზონში 36 გამარჯვება და 39 მარცხი აქვს. ისინი ამ შედეგით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებენ.