მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავა მწვრთნელ დიეგო სიმეონეს მიაჩნია, რომ ამჟამად „ბარსელონა“ საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს.
„ეს ადრეც ვთქვი და ჩემი სიტყვების გამეორება ახლაც შემიძლია – „ბარსელონა“ საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს. ეს ასევეა გუნდი, რომელიც საუკეთესო გუნდურს ფეხბურთს აჩვენებს და ინდივიდუალარ დონეზე საუცხოო მოთამაშეები ჰყავს“ – იუწყება არგენტინელი სპეციალისტის ნათქვამს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურში „ატლეტიკო“ შინ „ბარსელონასთან“ 2;0 იგებდა, მაგრამ საბოლოოდ 2:4 დამარცხდა. „ატლეტიკო“ 56 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, ხოლო „ბარსელონა“ 60 ქულით ლიდერია. ამდენივე ქულით მადრიდის „რეალი“ მეორეა.
ლაშა თაბაგარი





