კაშიას „სლოვანმა“ დერბიში ქულა გადაარჩინა

0
11

ბრატისლავას „სლოვანი“, რომელშიც გურამ კაშია თამაშობს სლოვაკეეთის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფის მეორე ტურში თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს შინ დაუპირისპირდა და ქულა ბოლო წუთებზე გადაარჩინა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა და 78-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მასპინძლების კაპიტანმა უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე ანგარიში ზელიკოვიჩმა გახსნა.
მეორე ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე სტუმრებს ორი გაფრთხილების გამო დურიში გაუგდეს, ხოლო ორ წუთში ბაირიჩმა ანგარიში გაათანაბრა.
ლაშა თაბაგარი