კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 ტურის მეორე სათამაშო დღა ბათუმში დასრულდა, სადაც გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა „დინამომ“ „გაგრას“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით აჯობა.
მატჩის მე-9 წუთზე „დინამოს“ ალბანელმა ლეგიონერმა უერდი მარამ კუთხური ჩააწოდა და ლუკა წულუკიძემ თავით გაიტანა.
მე-15 წუთზე გაგრელთა ჩაწოდებულუ კუთხურის შემდეგ, ნიკა კალანდარიშვილმა თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა და მთავარმა მსაჯმა ბაკურ ნინუამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა.
მე-20 წუთზე უერდი მარამ დაალოებით 26-27 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა და ბათუმელები წინ გაიყვანა.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და შავიზღვისპირელებმა მიმდინარე სეზონში პირველი თამაში მოიგეს.
ბათუმელები 4 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა, ხოლო გიორგი ონიანის ხელმძღვანელობით „გაგრამ“ ჯერჯერობით მხოლოდ ქულა აიღო და მერვეა.
დინამო ბთ 2:1 გაგრა
ლაშა თაბაგარი
