რუდ ვან ნისტელროი პრემიერლიგის ისტორიაში კოშმარული შედეგით შევიდა

0
14

„ლესტერი“, რომელსაც რუდ ვან ნისტელროი წვრთნის, ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში პირველი გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარ მოედანზე ზედიზედ 6 მატჩი ისე წააგო, რომ გოლი არ გაუტანია.
26-ე ტურში „ლესტერმ“ „ბრენტფორდი“ მიიღო და 4 უპასუხო გოლი გაუშვა. მანამდე, ვან ნისტელროის შეგირდები შინ „არსენალთან“ (0:2), „ფულემთან“ (0:2), „კრისტალ პალასთან“ (0:2), „მანჩესტეერ სიტისთან“ (0:2) და „ვულვერჰემპტონთან“ (0:3) დამარცხდნენ.
„ლესტერი“ 17 ქულით 20-გუნდიან პრემიერლიგაში მე-19 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი