„სალერნიტანამ“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით თამაშობს, იტალიის სერია B-ში ზედიზედ მეორე თამაში არ წააგო. 25-ე ტურში სალერნოელები სტუმრად „ბრეშას“ შეხვდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მან „სალერნიტანაში“ გადასვლის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში 5 მატჩი ჩაატარა. არადა, „კრემონეზეში“, რომელთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს მცირე სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა.
ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი „სალერნიტანა“ 25 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





